სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მოინახულეს.
"ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.
სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 7 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს 3 პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.





