ამინდის პროგნოზი

მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება, 4-5 ბალიანი შტორმი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)". - წერს სააგენტო.

კომენტარები