ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში 71 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამხუტში 71 წლის ქალი საკუთარ სახლში პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა.

არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი 6 აპრილის საღამოს შსს-ს თანამშრომლებმა იპოვეს.

მეზობლები აღნიშნავენ, ქალი სახლში მარტო ცხოვობდა - ასევე მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარი შესახებ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

კომენტარები