ტრამპის ტარიფები

ტრამპის ტარიფების ფონზე, Jaguar Land Rover აპრილში აშშ-ში მანქანების ექსპორტს აჩერებს

BBC

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე, ბრიტანული ავტომწარმოებელი Jaguar Land Rover აშშ-ში გაერთიანებულ სამეფოში დამზადებული ავტომობილების ექსპორტს ერთი თვით აჩერებს.

ამის შესახებ განცხადება ავტომწარმოებელმა მედიებს გაუგზავნა.

"ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან ახალი სავაჭრო პირობებზე პასუხზე მუშაობის პარალელურად გარკვეულ მოკლევადიან ნაბიჯებს ვდგამთ, მათ შორის, აპრილში საქონლის გზავნილებს ვაჩერებთ, სანამ ჩვენს საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმებზე ვმუშაობთ". - წერია Jaguar Land Rover-ის განცხადებაში, რომელიც კომპანიამ მედიებს გაუგზავნა.

გადაწყვეტილების შესახებ ცნობა პირველად The Times-მა გაავრცელა

მანამდე, ტრამპმა  აშშ-ში ავტომობილებისა და მისი ნაწილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც ძალაში 3 აპრილს შევიდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა თქმვა, რომ ქვეყანა სიმშვიდით მიუდგება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს. 

2024 წელს აშშ-ში დაახლოებით 8 მილიონი ავტომობილის იმპორტირება მოხდა, რომელთა ჯამური ღირებულება $240 მილიარდამდე შეადგენს. აშშ-სთვის ავტომობილების მთავარი მიმწოდებლები მექსიკა, სამხრეთ კორეა, იაპონია, კანადა და გერმანია არიან. 

Jaguar Land Rover გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია და, მათ შორის, Land Rover Defender-ის, Range Rover-ისა და Jaguar-ის ბრენდის მანქანებს აწარმოებს.

The New York Times აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოდან ავტომობილების ექსპორტის ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდის - 2023 წელს გაერთიანებული სამეფოდან აშშ-ში 6.4 მილიარდი ფუნტის ღირებულების მანქანები გაიგზავნა, რაც დიდი ბრიტანეთის საქონლის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით მეათედს შეადგენს. გამოცემა ასევე წერს, რომ JLR აშშ-ში თავისი წარმოებული მანქანების დაახლოებით მეხუთედს ყიდის. 2024 წლის მარტში დასრულებული ფინანსური წლის განმავლობაში Jaguar Land Rover-მა აშშ-ში 95 000 მანქანა გაყიდა და ახლოებით 6.5 მილიარდი ფუნტის შემოსავალი მიიღო.

კომენტარები