ივანიშვილის რეჟიმი

თბილისის პოლიციის უფროსად ლაშა გოგინაშვილი დაინიშნა

თბილისის პოლიციის უფროსად ლაშა გოგინაშვილი დაინიშნა - აღნიშნული ფაქტი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, აქამდე თბილისის პოლიციის უფროსის პოზიციას სანქცირებული სულხან თამაზაშვილი იკავებდა, თუმცა გუშინ, 4 აპრილს ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თამაზაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ წარადგინა. 

თამაზაშვილი თორნიკე რიჟვაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციიდან 7 წლის შემდეგ, 2025 წლის 4 აპრილს გადადგა.

კომენტარები