რუსული რეჟიმი

კობახიძე: სამთავრობო ცვლილებები სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას ემსახურება

სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა სამთავრობო ცვლილებებს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას. აქ საუბარი არ მაქვს პერსონალურ საკითხებზე, ყოველთვის არის საჭირო განახლება ნებისმიერ გუნდში და ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ ის პროცესები, რომლებიც განვითარდა გასულ დღეებში, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას.

ამას უზრუნველყოფს ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, მათ შორის, ვგულისხმობ ახლად დანიშნულ თანამდებობის პირებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი, სწრაფი განვითარება

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე

კომენტარები