რუსული რეჟიმი

ანრი ოხანაშვილმა მოადგილეები დაასახელა

ივანიშვილის პარლამენტის მიერ დანიშნულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა სუს-ის თანამშრომლებთან მიმართვის დროს მისი მოადგილეები წარადგინა. 

ივანიშვილის სუს-ის უფროსმა ახალი მოადგილეებად ირაკლი ბერაია, გელა გელაძე და ლევან ხარანაული დაასახელა. პირველ მოადგილე ირაკლი ბერაია იქნება.

ოხანაშვილს მოადგილეების ჩამოთვლისას ივანიშვილის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის არც ერთი მოადგილე არ უხსენებია.

4 აპრილს, ივანიშვილის პარლამენტმა ანრი ოხანაშვილი სუს-ის ხელმძვანელად არჩევას მხარი დაუჭირა.

კომენტარები