ივანიშვილის რეჟიმი

სანქციების შემდეგ, კობახიძე მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეხვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე დასანქცირებულ მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეხვდა. 

ცნობისთვის, 2 აპრილს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ქართული ოცნების 98 წარმომადგენლის ვინაობას გამოაქვეყნა, რომლებიც დასავლეთის მიერ დასანქცირებულები არიან.

TI-ის განცხადებით, დასავლურმა ქვეყნებმა ამ დროისთვის ქართული ოცნების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირეს, მათგან 98-ის ვინაობა გასაჯაროებულია, დანარჩენებზე კი ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული.  

შეხვედრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის სასამართლოს წარმომადგენელი მოსამართლეების სანქცირების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა სანქცირებით "გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა".

"ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს, განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე.

[...] სანქცირებულთა სიებში მოსამართლეთა გვარების გამოჩენა მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე სხვა მიმართულებითაა, სავარაუდოდ, გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა".

[...] მე მინდა ვთქვა, რომ ზოგზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ საქმე აქვთ ქართველ მოსამართლეებთან, რომელთათვისაც ღირებულია ის პრიორიტეტები, გააჩნიათ პროფესიული თავმოყვარეობა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა - ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი სისტემის მდგრადობაში". - თქვა ქადაგიძემ.

 

კომენტარები