ტრამპის ტარიფები

მაკრონმა ტრამპის ტარიფების გამო კომპანიებს აშშ-ში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდა

euronews.com

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შემდეგ ევროპულ კომპანიებს აშშ-ში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდა

მაკრონმა ტრამპის ტარიფების გამო ევროპულ კომპანიებს აშშ-ში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდა 

"დაგეგმილი ინვესტიციები, ასევე ისინი, რომლებიც ბოლო კვირებში გამოცხადდა, უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ აშშ-სთან რაღაც საკითხები არ გაირკვევა" – თქვა მაკრონმა საფრანგეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

კომენტარები