ტრამპის ტარიფები

თურქეთს აშშ-სთან ტრამპის მიერ დაწესებულ დამატებით 10%-იან ტარიფზე მოლაპარაკება სურს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აშშ-ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Associated Press

თურქეთს აშშ-სთან მოლაპარაკებების გამართვა სურს, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თურქეთზე გამოცხადებული დამატებითი 10%-იანი ტარიფი გაუქმდეს. ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლათმა, 4 აპრილს განაცხადა.

"ჩვენ გვსურს, ეს [ტარიფების] საკითხი აშშ-ს კომერციისა და ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებზე განვიხილოთ, ვინაიდან ორ ქვეყანას შორის 2024 წელს [სავაჭრო ბალანსის] $2.4-მილიარდიანი დადებითი სალდო არსებობს აშშ-ს სასარგებლოდ". - თქვა ბოლათმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

კომენტარები