რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვზე და კიევზე იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

Суспільне Харків

3 აპრილს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაიღუპა 4 და დაშავდა 34 ადამიანი. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ქალაქს დრონებით ორჯერ დაესხნენ. ერთ-ერთი იერიშის შემდეგ გაჩნდა ხანძარი". – წერს ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი.

გარდა ამისა, დრონების იერიშის ქვეშ მოყვა კიევის ოლქი. 

"ღამით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ბროვარის რაიონზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა 2 სატვირთო და 2 მსუბუქ ავტომობილს, გარდა ამისა, დაზიანებულია 19 სატრანსპორტო საშუალება.

ცეცხლი გაუჩნდა ასევე ავტოსალონს, რომელშიც 6 მანქანა იდგა". – წერს კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ნიკოლაი კალაშნიკი.

კიევის ოლქზე იერიშის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები