ლარი დოლართან 0.24 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 7.53 თეთრით გაუფასურდა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7599 ლარია, ერთი ევროსი - 3.0569 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.80 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.11 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.76 ლარია, ევროსი 3.07 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





