ევროკავშირი

6 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მზად არის რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს

Reuters

მადრიდში ევროპის 6 ქვეყნის: საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, გერმანიის, პოლონეთისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, ისინი რუსეთზე ზეწოლის გაზრდას გეგმავენ, არ არის გამორიცხული, რომ აგრესორ ქვეყანას ახლო მომავალში ახალი სანქციებიც დაუწესდეს.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ უკრაინამ აჩვენა მშვიდობისკენ სწრაფვა, როდესაც დათანხმდა ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე, მაგრამ რუსეთის აგრესია არ შეჩერებულა.

"მზად ვართ მომავალში ზეწოლა გავზარდოთ რუსეთზე, გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, მათ შორის ახალ სანქციებს, რომ ხელი შევუშალოთ აგრესიული ომის წარმოებაში". – წერია ერთობლივ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ "არ მიიღებენ არც ერთ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის სამხედრო მრეწველობას და პარტნიორი ქვეყნების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას შეუშლის ხელს".

"სამყარო უნდა იყოს სამართლიანი და არ შეიძლება აგრესორი დაჯილდოვდეს". – წერია განცხადებაში.

კომენტარები