უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, უკრაინელმა პარტიზანებმა, ოკუპირებული ხერსონის ტერიტორიაზე რუსული რადიო-ელექტრონული ბრძოლის კომპლექსი ლორანდიტი დაწვეს.
"ოკუპანტები ლორანდიტს რადიოკავშირის დასახშობად და რადიო-ელექტრონული დაზვერვისთვის იყენებენ.
მსგავსი კომპლექსის დაკარგვა აგრესორი ქვეყნის ჯარისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია". – წერია უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.
კომპლექსისთვის ცეცხლის წაკიდების ვიდეოს უკრაინის დაზვერვის სამმართველო ავრცელებს:





