ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ესტონეთი შეშფოთებულია ქართული ოცნების მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით, დემოკრატიულ ძალებს მხარს აქტიურად უჭერს და მათ გვერდით დგომას გააგრძელებს.
ამის შესახებ ცაჰკნა X-ზე წერს.
"დღეს ტალინში, ესტონეთში სალომე ზურაბიშვილთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. ხაზი გავუსვი, რომ მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით, როგორ უთხრის ძირს ქართული ოცნება დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ესტონეთი საქართველოს დემოკრატიულ ძალებს მხარს აქტიურად უჭერს და თქვენს გვერდით დგომას გააგრძელებს". - წერს ცაჰკნა.