ვამპირის დღიურების ავტორი ელ ჯეი სმიტი 8 მარტს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა პარტნიორმა, ჯული დივოლამ The New York Times-ს გუშინ დაუდასტურა.
ამერიკელი მწერალი კალიფორნიის შტატის ქალაქ უოლნატ კრიკში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში იშვიათი ავტოიმუნური დაავადებით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. სმიტი დაავადებას უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ებრძოდა.
ლიზა ჯეინ სმიტს განსაკუთრებული წარმატება ვამპირის დღიურების ნოველების სერიამ მოუტანა, რომლის მიხედვითაც, წლების შემდეგ, ამავე სახელწოდების პოპულარული სერიალი გადაიღეს. სმიტმა ჯამში 24 წიგნი გამოსცა, 3 კი მისი გარდაცვალებამდე გამოუცემელი დარჩა.





