აღმოსავლეთ ლიტვაში ოთხი ამერიკელი სამხედრო წვრთნების დროს სამხედრო მანქანასთან ერთად გაუჩინარდა.
ადგილობრივი ტელევიზების ინფორმაციით, სამხედროების ცხედრები, მანქანასთან ერთად, ჭაობში იპოვეს, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
აქამდე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, თითქოს ამერიკელი სამხედროები დახოცეს.
სამძებრო სამუშაოებისა და წვრთნების ადგილს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ეწვია.
დაკარგული სამხედროები აშშ-ს ქვეითთა მე-3 დივიზიის 1-ელი ბრიგადიდან არიან.