კრიმინალი

შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქეები: 2004 წელს დაბადებული ე.ბ. და 1984 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, "მეტადონი" ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები". ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები