ბიძინა ივანიშვილს არც არასდროს დასანქცირების არ შეშინებია. არცერთი მიმართულებით უკან არ დაუხევია მაშინ, როდესაც ქვეყნის ინტერესებზე იყო ლაპარაკი, თორემ გარიგებები ძალიან ადვილია.
[...] ჩვენთვის იდეა არის საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობების განითარება და ეს, რასაკვირველია, არ ეხება მხოლოდ ივანიშვილის თემას. თუ მარტო ივანიშვილის საკითხზე მეკითხებით, გეუბნებით, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, პატრიოტი თავისი ქვეყნისთვის თავდადებული. რასაკვირველია, ამის გარდა, სხვა კიდევ ბევრი ასპექტი არსებობს. თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანზიტო რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოს გააჩნია.