უკრაინის გაწევრიანება EU-ში

ორბანი რეფერენდუმზე: სანამ ხალხის აზრი უცნობია უკრაინის EU-ში წევრობას დავბლოკავ

მე მჯერა, რომ უნგრეთში ახლა საინტერესო დებატები იწყება იმასთან დაკავშირებით, თუ ომი უნგრელებს რამდენი დაუჯდათ და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ხარჯების სახით, რამდენი დაუჯდებათ. ეს ძალიან დიდი თანხაა – 9,000 მილიარდი ფორინტი [დაახლოებით 24.5 მილიონი აშშ დოლარი]. თუ ამ თანხას ოჯახებზე გავანაწილებ, თითო უნგრულ ოჯახზე დაახლოებით 2.5 მილიონი ფორინტს [დაახლოებით 7 ათასი აშშ დოლარი] ნიშნავს. ეს არის წარსული. ეს არის ის თანხაა, რამდენიც აქამდე დავკარგეთ.

ახლა კი – მომავალი. თუ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, რასაც მე არ ვუჭერ მხარს და მოვუწოდებ უნგრელებს, ერთად ვიმუშაოთ ამის შესაჩერებლად, მაშინ ჩვენ კიდევ დამატებით ანგარიშს გადმოგვცემენ, რომლის გადახდაც მოგვიწევს. ყოველ წელს უნგრელი ოჯახები გადაიხდიან დაახლოებით ნახევარ მილიონ ფორინტს [დაახლოებით 1,400 აშშ დოლარი], 500,000 ფორინტს თითოეულ ოჯახზე, უკრაინის წევრობის გამო.  

ახალი წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაწევრიანდეს კავშირში, თუ [ამას] ყველა წევრი სახელმწიფო მხარს დაუჭერს. ჩვენ ამას არ ვუჭერთ მხარს. მე დავაბლოკავ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ამას შეეხება და ამით ცხადს გავხდი, რომ უნგრეთში ამჟამად რეფერენდუმი მზადება, რაც ხალხს საშუალებას აძლევს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე თავიანთი აზრი გამოხატონ. არავინ უნდა შეეცადოს ამ საკითხზე ზეწოლას, რადგან სანამ უნგრელი ხალხის აზრი უცნობია, მე ამას დავაბლოკავ.

თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთში გამოცხადებულ რეფერენდუმზე

კომენტარები