კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის მხრიდან არ არსებობს ურთიერთშემხვედრი მზაობა ენერგო ობიექტებზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმის მხრიდან ურთიერთშემხვედრი მზაობა ჯერ არ არსებობს". - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, იყო მცდელობები, რათა "დარტყმები მიეტანათ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე".
"ამის შესახებ იცით, ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია". - თქვა პესკოვმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ტრამპისა და პუტინის მიერ მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობად, პესკოვმა უპასუხა, რომ "ცალსახად".
მისი თქმით, ასეთი ქმედებები "ეწინააღმდეგება საერთო ძალისხმევებს".
მანამდე, 18 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ლიდერებს შორის ზარი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა, რის ფარგლებშიც მათ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან.
"ვლადიმირ პუტინმა პოზიტიურად უპასუხა ამ ინიციატივას და მყისიერად შესაბამისი ბრძანება გამოსცა რუსული არმიისთვის". - წერს კრემლი.
თავის მხრივ, ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მალევე განცხადება თეთრმა სახლმაც გამოაქვეყნა:





