ცოტა აიშვა ახლა ოპოზიციამ. მათი პატრონებისგან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მოსულა, იმიტომ რომ თვითონაც დაბნეულები არიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. მათ დაიწყეს დამოუკიდებლად რაღაც საკითხების გადაწყვეტა და კარგად დაინახა მთელმა საქართველომ, რა ერთიანები, პრინციპულები და პროევროპელები არიან ისინი. ე.ი. საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს.
ისინი თუ მიიღებენ საბოლოო დირექტივას, რომ ისევ ერთად იყვნენ, ამ ყველაფერს, რასაც ვუყურებთ, დაივიწყებენ. ერთმანეთის კრიტიკასაც დაივიწყებენ და რაღაცა საერთო გათამაშებას დაიწყებენ. თუ არ მიუვათ [დირექტივა] ასევე გააგრძელებენ.