საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.28 მლნ აშშ დოლარი (711.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია 2024 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გასული ოთხი თვის მსგავსად, თებერვალშიც ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.76%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - 47.34 მილიონი დოლარი, რაც 13.85%-ით მეტია 2024 წლის თებერვალთან შედარებით. მეორე ადგილზე ისევ იტალიაა (17.59%), საიდანაც გასულ თვეში 44.38 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 0.09%-იანი კლებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.02%) 30.32 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2024 წლის თებერვალთან შედარებით 44.7%-იანი კლებაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - $47.34 მლნ;
- იტალია - $44.38 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია - $30.32 მლნ;
- ისრაელი - $21.73 მლნ;
- გერმანია - $20.07 მლნ;
- საბერძნეთი - $19.49 მლნ;
- თურქეთი - $8.22 მლნ;
- ყირგიზეთი - $6.23 მლნ;
- ყაზახეთი - $6.19 მლნ;
- ესპანეთი - $5.65 მლნ;
- ირლანდია - $5.27 მლნ;
- საფრანგეთი - $4.72 მლნ;
- გაერთიანებული სამეფო - $3.64 მლნ;
- აზერბაიჯანი - $3.23 მლნ;
- პოლონეთი - $2.41 მლნ;