ბუნდესტაგმა კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიის წარდგენილ კონსტიტუციური რეფორმების პაკეტს დაუჭირა მხარი. აღნიშნული პაკეტით, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და თავდაცვის ხარჯების გაზრდის გასამარტივებლად €500 მილიარდიანი ფონდის შექმნა სურს.
"ჩვენ, სულ მცირე, 10 წელია რაც უსაფრთხოების ყალბი შეგრძნება გვაქვს. [...] ეს გადაწყვეტილება, რომელსაც თავდაცვის სამზადისზე ვიღებთ შესაძლოა იყოს პირველი მსხვილი ნაბიჯი ევროპის ახალი თავდაცვის საზოგადოების მიმართულებით" – თქვა მერცმა კენჭისყრის წინ.
ბუნდესტაგის თანხმობის შემდეგ, კანონმდებლობას კენჭი უნდა უყარონ პარლამენტის ზედა პალატაში, რომელიც გერმანიის ფედერაციის 16 შტატის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.