გამოცემა Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 15 მარტს გამოცემული სასამართლო განკარგულება უგულებელყვეს, რომელიც ადმინისტრაციას ორი თვითმფრინავის შემობრუნებას ავალდებულებდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ვენესუელელი ბანდის წევრები გადაჰყავდა.
გამოცემასთან ორმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ განკარგულების გამოცემის დროს თვითმფრინავები უკვე საერთაშორისო წყლების თავზე იმყოფებოდა, შესაბამისად, წესები მათზე აღარ ვრცელდებოდა.
Axios წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ დაემორჩილოს ფედერალური მოსამართლის ბრძანებას, უკიდურესად იშვიათი და ძალზე საკამათო გადაწყვეტილებაა.
"ეს უზენაეს სასამართლოში გადავა და ჩვენ გავიმარჯვებთ". - თქვა Axios-თან თეთრი სახლის მაღალჩინოსანთან მოსალოდნელ სასამართლო დავასთან დაკავშირებით.
მეორე მაღალჩინოსანმა ტრამპის ადმინისტრაციიდან განაცხადა, რომ ტრამპს მოსამართლის ბრძანება არ დაურღვევია, რადგან განკარგულება ზედმეტად გვიან გამოიცა იმისთვის, რომ თვითმფრინავებს კურსი შეეცვალა: "ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ აქტიურად არ ვუპირისპირდებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს". - დაამატა მან.
ტრამპის მრჩევლების მტკიცებით, ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ ჯეიმზ ბოუსბერგმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც განკარგულება გამოსცა, რომელმაც 1798 წლის "უცხო მტრების აქტის" ფარგლებში პრეზიდენტს დაახლოებით 250 სავარაუდო Tren de Aragua ბანდის წევრების დეპორტაცია დაუშალა.
ომის პერიოდის დროინდელი კანონი აღმასრულებელ შტოს უკიდურესად დიდ ძალაუფლებას ანიჭებს, რათა მოქალაქეობის არმქონე პირებს დეპორტაცია სასამართლო პროცესის გარეშე მოუწყოს. თუმცა, აღნიშნული კანონი იშვიათად იყო გამოყენებული, განსაკუთრებით მშვიდობიან პერიოდში.