დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ვერ განვითარდება, ვიდრე ეს რადიკალიზმი არ დასრულდება და რადიკალური ოპოზიცია არ ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით.
დიფ სთეითი დაგვეხმარა იმ ნაბიჯებით, რომელიც მოიაზრებდა ვა-ბანკზე წასვლას. ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, მაქსიმალურად გაშიფრეს ყველა და ყველაფერი, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ამაში შედიან რადიკალური პარტიები, ენჯეოები და მათი კუთვნილი მედიასაშუალებები. დიფ სთეითმა გაშიფრა ყველა და ყველაფერი.
ჯერ იყო პარტიების რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო "ჟურნალისტების“ რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო ენჯეოების რვოლუციის მცდელობა, ახლა არის მეოთხე, "არავის“ რევოლუციის მცდელობა, ანუ, არავინ არ აწყობს რევოლუციას, არსებობს ამორფული მასა, რომელიც არის გამოსული.
ეს ოთხივე მცდელობა ჩავარდა. შემდეგზე რას გააკეთებენ. არ ვიცი, შეიძლება, პირდაპირ ელჩები გამოიყვანონ და ელჩების რევოლუციის მცდელობა იყოს მეხუთე, ამასაც არ გამოვრიცხავ.





