არჩევნები 2025

კობახიძე: აქედანვე გეტყვით - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს

ოპოზიციას ალბათ მაინც გაუჭირდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამდენხანს ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება, პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი არიან არალეგიტიმურები და ა.შ. და ახლა უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც დანიშნავენ პრეზიდენტი ყაველაშვილი და პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე...

...ერთხელ უკვე აქვთ მსგავსი რამ გაკეთებული, როდესაც, მათ შორის, ხელმოწერებით აცხადებდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ბოლოს შევიდნენ, 4 წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებ. აქაც ამბობენ, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ესეც აქვთ გაცხადებული, აქაც რასაც ეტყვით პატრონი, იმას გააკეთებენ. მაგრამ შეიძლება, მათთვისაც არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, ამდენხანს რომ ამტკიცებ, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტიც და პრემიერიც, ამ ორი ადამიანის მიერ დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, ასეთი რამ შეიძლება, მათაც კი გაუჭირდეთ, უკიდურესი უპრინციპობის მიუხედავად.

ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის არჩევნების მოგება, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და აქედანვე შემიძლია გითხრათ სრული სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით, რომ ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, დიდი უპირატესობით.

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

კომენტარები