აფეთქება სომალიში

სომალიში ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბის თავდასხმას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე, 10-მდე გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა სამშაბათს მოხდა - ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმა შემთხვევის ადგილთან მდებარე მანქანის აფეთქებით დაიწყო, ხოლო შემდეგ შეიარაღებული ჯგუფები სასტუმროში შევიდნენ.

თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი პირველად 7 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, 10-მდე გაიზარდა.

კომენტარები