11 მარტს ჩინეთმა, ირანმა და რუსეთმა ომანის ყურეში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს. ინფორმაციას ირანული სამთავრობო მედია Tasnim ავრცელებს.
სწავლებები, სახელწოდებით საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2025 სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტესთან ახლოს გაიმართა – გლობალურად მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე, რომლის გავლითაც მსოფლიოში ნავაჭრი ნავთობის მეხუთედი გადის.
ირანული სამთავრობო მედიის ცნობით, წვრთნების მიზანია "გააძლიეროს რეგიონის უსაფრთხოება და გააფართოოს მრავალმხრივი თანამშრომლობა მონაწილე ქვეყნებს შორის".
ჩინეთი, ირანი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ყოველწლიურად, უკვე მეხუთედ მართავენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ წვრთნებში მონაწილეობის მიზნით ორი კორვეტი და ერთი ტანკერი გაგზავნეს.
ჩინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ისინი ომანის ყურეში "გამანადგურებელსა და მომარაგების გემს" განალაგებენ.
ირანმა კი წვრთნებისთვის 10 გემი გაგზავნა, როგორც ქვეყნის საზღვაო ფლოტიდან, ასევე რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან.





