10 მარტს სოციალურ ქსელი X დღის განმავლობაში შეფერხებებით მუშაობდა.
საიტ Downdetector-ის ცნობით, X-ზე დღის განმავლობაში სამი გლობალური გათიშვა მოხდა.
მოგვიანებით, სოციალური ქსელის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა დაწერა, რომ შეფერხება მასიური კიბერშეტევის ბრალია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
"X-ზე მოხდა (და გრძელდება) მასიური კიბერშეტევა. ჩვენ გვიტევენ ყოველდღე, მაგრამ მაჯერად ამოქმედებული იყო ბევრი რესურსი. მოქმედებს ან დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან/და ქვეყანა. თვალს ვადევნებთ". – წერს სოციალურ ქსელ X-ში მასკი.





