15 მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის ინიციატივით, უკრაინის საკითხზე, მსოფლიოს ლიდერების შეხვედრა გაიმართება.
პრემიერმინისტრის სპიკერის განცხადებით, შეხვედრა ონლაინრეჟიმში გაიმართება.
შეხვედრა ლონდონის სამიტის გაგრძელება იქნება, რომელზეც სტარმერმა "მსურველთა კოალიციის" ფორმირების შესახებ გამოაცხადა.
"პრემიერმინისტრი "მსურველთა კოალიციის" ლიდერების მეორე შეხვედრას გამართავს, რომელიც ლანკასტერ ჰაუსში შემდგარი სამიტის გაგრძელება იქნება". – ამბობს სპიკერი.
ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, თუ რომელი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ ვირტუალურ კონფერენციაში მონაწილეობას. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით შეხვედრას დაესწრებიან NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები.





