რუსეთი-დიდი ბრიტანეთი

რუსეთმა ორი ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა ორი ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევა.

არსებული ინფორმაციით, გარდა ორი ბრიტანელი დიპლომატებისა, ФСБ ერთ-ერთის მეუღლესაც "ჯაშუშობასა და ფარულ საქმიანობაში" ადანაშაულებს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დიპლომატებს აკრედიტაციები ჩამოართვა, ხოლო მათ ქვეყანა არაუმეტეს ორი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.

ცნობისთვის აქამდე, 2024 წლის 13 სექტემბერს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ექვსი ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და მათი აკრედიტაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.   

კომენტარები