ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ფოტო: KCNA

ჩრდილოეთ კორეამ დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ პირველად, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. 

ჩრდილოეთ კორეის ეს ნაბიჯი სამხრეთ კორეისა და აშშ-ს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მოჰყვა, რასაც ფხენიანმა "სახიფათო პროვოკაციული ქმედება" უწოდა.

ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან ყვითელ ზღვაში გაისროლეს. 

სამხრეთ კორეა და აშშ ყოველწლიურ "თავისუფლების ფარის" წვრთნებს ატარებენ, რომელიც 20 მარტამდე გაგრძელდება, თუმცა წვრთნების ნაწილი შეჩერებულია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა შეცდომით სეულთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს. 

 

კომენტარები