დმიტრი პესკოვი

პესკოვი: საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრა არ იგეგმება

დმიტრი პესკოვი

10 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება

შეხვედრა უარყო დმიტრი პესკოვმა. ჟურნალისტების კითხვას შეხვედრის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ასე უპასუხა:

"არა, ვერ გიდასტურებთ. ეს ასე არ არის".

ცოტა ხნით ადრე იგივე თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

"შეხვედრა არ იგეგმება. მეტსაც გეტყვით, აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ შემოსულა".

რუსეთისა და აშშ-ს დელეგაცია ელ-რიადში მიმდინარე წლის 18 თებერვალს შეხვდა. მხარეების თქმით, შეხვედრა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ემსახურებოდა.

საუდის არაბეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სავარაუდოდ 11 მარტს აშშ-ს წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები