8 მარტს, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, კირიშის საწარმოში, უკრაინის მასშტაბური დრონული თავდასხმისას ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად ნავთობის რეზერვუარი დაზიანდა - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა.
„საჰაერო თავდაცვამ ერთი დრონი მიახლოებისას ჩამოაგდეს, ხოლო მეორე საწარმოს ტერიტორიაზე გაანადგურეს. ნამსხვრევების ვარდნისას, ერთ-ერთი რეზერვუარის გარე კონსტრუქცია დაზიანდა." - დაწერა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ Telegram-ზე.
Reuters წერს, რომ ინდუსტრიის წყაროების მიხედვით, კირიშის ქარხანა რუსეთის ბენზინის 5.3%-ს (2.3 მილიონ ტონას), დიზელის 7.6%-ს, საწვავის 16.3%-ს და საავიაციო საწვავის 3.4%-ს აწარმოებს.





