კრემლის ვიცესპიკერი დმიტრი პესკოვი ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა.
პესკოვის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება რუსეთთან მიმართებით კონფრონტაციული იყო.
"ვკითხულობთ საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ევროპის კონტინგენტი განთავსდება. რუსეთი დათანხმდება ამას? პასუხი ყველასთვის ნათელია". – თქვა პესკოვმა.
გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ოფიციალური საფრანგეთს მხრიდან მოსკოვს ამ საკითხზე არავინ დაკავშირებია.





