დმიტრი პესკოვი

პესკოვი: აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზება სანქციების მოხსნასაც უნდა გულისხმობდეს

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

პესკოვის აზრით, ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის უნდა გადაიხედოს აშშ-ს მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციები.

"ჩვენი დამოკიდებულება სანქციებისადმი ყველასთვის ცნობილია, ჩვენ ისინი უკანონოდ მიგვაჩნია. რა თქმა უნდა თუ საუბარია ურთიერთობების ორმხრივ ნორმალიზებაზე, მაშინ ისინი(ურთიერთობები) უნდა გათავისუფლდნენ ამ ე.წ. სანქციების ნეგატიური ტვირთისგან". – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

კრემლის პრესსპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით აშშ-ს წარმომადგენლებთან საუბარი ჯერ არ ყოფილა.

კომენტარები