ტრამპის ადმინისტრაცია

კონგრესმენი: ვესაუბრე ანდრეი ერმაკს, მინერალების შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი

ხანგრძლივი და პროდუქტიული საუბარი მქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან. ჩვენ 100%-ით ვბრუნდებით სწორ გზაზე. მინერალების შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი, რაც გამოიწვევს ძლიერ და გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას აშშ-სა და უკრაინას შორის, ხოლო საბოლოოდ და ბუნებრივად გამოიწვევს უსაფრთხოების სფეროში დახმარებას. ევროპას მოუწევს თავისი წვლილის შეტანა და სწორედ ამის გასაკეთებლად მათთვის მანდატები იქნება. დაელოდეთ დამატებით დეტალებს.

წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ბრაიან ფიცპატრიკი X-ზე. ცოტა ხნის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმება "მკვდარი არ არის" და მის შესახებ მეტ დეტალებზე 4 მარტს, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.

კომენტარები