რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: არავინ ამბობს, რომ წელს პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიას მიიღებს

როგორ მთავრდება ეს [ომი]? დასრულების ერთადერთი გზა იქნება, თუ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვა და ამჟამად პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი პიროვნებაა დედამიწაზე, ვისაც შანსი აქვს, რომ ის მაგიდასთან მოიყვანოს, რათა ვნახოთ, ომის დასამთავრებლად რისთვის არის მზად. შესაძლოა, მათი პრეტენზიები, რაც უნდათ და რასაც უთხოვენ, არაგონივრული იყოს, არ ვიცით, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოვიყვანოთ [...].

კითხვა შემდგომ ნაბიჯებს ეხება და არა - წარსულს. არავინ ამბობს, რომ წელს ვლადიმირ პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიას მიიღებს ან რომ ის ჰუმანიტარული ასოციაციის წლის ადამიანი უნდა იყოს.

რასაც ვამბობთ არის ის, რომ მათ ძალიან დიდი ქვეყანა აქვთ, ისინი საომარ რეჟიმზე არიან გადასული, იარაღს ახლა ომის მდგომარეობის შესაფერისი ტემპით ამზადებენ და ჩვენ გვჭირდება, ვნახოთ, არსებობს თუ არა გზა მათი შეჩერების და ამის მოხერხების ერთადერთი გზაა, რომ რუსები მოლაპარაკებებში ჩავრთოთ, რაც ვერც ევროპელებმა შეძლეს, ვერც ბაიდენის ადმინისტრაციამ - ან არც უცდია - ეს არის მიზანი. მარტივია - შეგვიძლია თუ არა დავსხდეთ მათთან ერთად და ვნახოთ, რა არის რუსების მოთხოვნები. რა პირობების ფარგლებში იქნებიან რუსები მზად, რომ შეწყვიტონ ეს ომი და როგორც აღვნიშნე, არ ვიცით, რა არის ეს. მათთან წლების მანძილზე არ გვილაპარაკია.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

კომენტარები