რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სტარმერი ზელენსკის: ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენიც ხანიც იქნება საჭირო

გაერთიანებული სამეფოსგან სრული მხარდაჭერა გაქვთ, ჩვენ ვიდგებით თქვენ გვერდით, უკრაინის გვერდით, რამდენიც ხანიც იქნება საჭირო.

იმედი მაქვს, თქვენ გაიგეთ ქუჩაში შეძახილების ნაწილი - ბრიტანელი ხალხი გამოდის და გამოხატავს, რამდენად გიჭერს მხარს თქვენ, რამდენად უჭერს მხარს უკრაინას და ჩვენს აბსოლუტურად მტკიცე გადაწყვეტილებას, ურყევ გადაწყვეტილებას, რომ ვიდგეთ თქვენს გვერდით და მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც ორივეს გვსურს - ეს არის  გრძელვადიანი მშვიდობა, გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რომელიც სუვერენიტეტსა და უკრაინის უსაფრთხოებას ეფუძნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოსთვის.

თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

დღეს, 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ერთმანეთს დაუნინგ სტრიტზე, პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შეხვდნენ. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა. 28 თებერვალს ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს შეხვდა, რომელიც კამერების წინ მწვავე კამათში გადაიზარდა. 

კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი

კომენტარები