რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი

გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული უპრეცედენტო კამათის სრულ ტრანსკრიპტს.

შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:

ტრამპი: თუ ჩემს თავს თანხვედრაში არ მოვიყვან ორივე მათგანთან, შეთანხმება არასდროს გექნება. გინდათ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე და შემდეგ ვთქვა "გამარჯობა ვლადიმირ, რა ამბებია შეთანხმებაზე?" ასე არ ხდება. მე პუტინთან თანხვედრაში არ ვარ, არავისთან არ ვარ, მე თანხვედრაში აშშ-სთან და მსოფლიოში სიკეთესთან ვარ, მსოფლიოსთან ვარ თანხვედრაში და მინდა, რომ ეს [ომი] დამთავრდეს. ხედავთ იმ სიძულვილს, რაც მას [ზელენსკის] აქვს პუტინის მიმართ, ძალიან რთულია ჩემთვის, რომ ასეთი სიძულვილით შეთანხმებას მივაღწიო. მას უზარმაზარი სიძულვილი აქვს და მე ეს მესმის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარესაც არ უყვარს ის დიდად. ასე რომ, ეს არ არის თანხვედრაში ყოფნის საკითხი, მე მსოფლიოსთან ვარ თანხვედრაში, მინდა, რომ ის დასრულდეს, ევროპასთან ვარ თანხვედრაში. მინდა ვნახო, შეგიძლია თუ არა ამის დამთავრება. გინდათ, რომ ხისტი ვიყო? შემიძლია ვიყო იმაზე ხისტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვინც ოდესმე გინახავთ, ისეთი ხისტი ვიქნები, მაგრამ შეთანხმებას ამ გზით ვერასდროს მიაღწევ.

ჯეი დი ვენსი: მე გავცემ ამას პასუხს. ნახეთ, ოთხი წლის განმავლობაში გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც გამოდიოდა პრესკონფერენციებზე და მკაცრად ლაპარაკობდა ვლადიმირ პუტინის შესახებ, შემდეგ პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზა, შესაძლოა, დიპლომატიაში ჩართულობა იყოს. ჩვენ ვცადეთ ჯო ბაიდენის გზა გულზე მჯიღის დარტყმისა და თავის მოჩვენების, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტის ქმედებები. რაც ამერიკას კარგ ქვეყნად აქცევს, ეს არის ის, რომ ამერიკა დიპლომატიაში არის ჩართული, სწორედ ამას აკეთებს ტრამპი.

ზელენსკი: შეიძლება, კითხვა დაგისვათ? 

ჯეი დი ვენსი: დიახ.

ზელენსკი: მან [პუტინმა] უკრაინის დიდი ნაწილების ოკუპაცია მოახდინა, აღმოსავლეთის ნაწილების და ყირიმის, ოკუპაცია მოახდინა 2014 წელს, ასე რომ, მრავალი წლის განმავლობაში, არ ვსაუბრობ მხოლოდ ბაიდენზე, არამედ იყო პრეზიდენტი ობამა, შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა ისევ პრეზიდენტი ტრამპი, ღმერთმა ქნას, რომ ახლა პრეზიდენტი ტრამპი მას [პუტინს] შეაჩერებს, მაგრამ 2014 წელს ის არავის შეუჩერებია, მან უბრალოდ ოკუპაცია მოახდინა და წაიღო, დახოცა ხალხი. [...] 

ტრამპი: იმ დროს მე აქ არ ვიყავი.

ზელენსკი: დიახ, მაგრამ 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ვითარება იგივე იყო, ხალხი შეხების ხაზზე იხოცებოდა, არავის არ შეუჩერებია - ჩვენ გვქონდა საუბრები მასთან [პუტინთან], ბევრი საუბრები, ორმხრივი საუბარი მქონდა მასთან და ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასთან, მე, როგორც თქვენ პრეზიდენტო, 2019 წელს მე ხელი მოვაწერე მასთან გარიგებას, ხელი მოვაწერე მასთან, მაკრონთან და მერკელთან ერთად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტას, ცეცხლის შეწყვეტას. თითოეული მათგანი მეუბნებოდა, რომ ის გაჩერდებოდა, [...] მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ეს ცეცხლის შეწყვეტა, მან ჩვენი ხალხი დახოცა, ტყვეები არ გაუცვლია, ჩვენ ტყვეების გაცვლაზეც მოვაწერეთ ხელი, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. რა ტიპის დიპლომატიაზე ლაპარაკობთ, ჯეი დი? რას გულისხმობთ? 

ჯეი დი ვენსი: მე ვსაუბრობ ისეთი ტიპის დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ბატონო პრეზიდენტო, პატივისცემით, ვფიქრობ უპატივცემულობაა, რომ მოხვიდეთ ოვალურ ოფისში და ამ საკითხზე ამერიკული მედიის წინაშე იდავოთ. ამ მომენტში თქვენ დადიხართ და ახალწვეულებს აიძულებთ, ფრონტის ხაზზე იბრძოლონ იმიტომ, რომ ცოცხალი ძალის პრობლემები გაქვთ. თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს ამ კონფლიქტში ჩარევისთვის. 

ზელენსკი: ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში, რომ ამბობთ, რა პრობლემები გვაქვს? 

ჯეი დი ვენსი: მე ვყოფილვარ... 

ზელენსკი: მაშინ, ჩამოდით ერთხელ.

ჯეი დი ვენსი: რეალურად, მე ნანახი მაქვს და წაკითხული მაქვს ამბები და ვიცი, რაც ხდება, რომ თქვენ მოგყავთ ხალხი, მოგყავთ პროპაგანდის ტურზე. უარყოფთ, რომ უკრაინის ჯარში ხალხის ნაკლებობას განიცდით? 

ზელენსკი: ჩვენ გვაქვს პრობლემები... 

ჯეი დი ვენსი: და თქვენ ფიქრობთ, რომ [ზელენსკი: პასუხს გაგცემთ] თავაზიანი საქციელია აშშ-ს ოვალურ ოფისში რომ მოდიხართ, და ადმინისტრაციას ესხმით თავს, რომელიც ცდილობს, თქვენს ქვეყანას ნგრევა აარიდოს? 

ზელენსკი: ბევრი კითხვაა. მოდით, დასაწყისიდან დავიწყოთ. [ჯეი დი ვენსი: კი ბატონო] პირველ რიგში, ომის დროს ყველას აქვს პრობლემები, მათ შორის თქვენც, მაგრამ თქვენ მშვენიერი ოკეანე გაქვთ და ჯერ არ გრძნობთ ამას, მაგრამ იგრძნობთ მომავალში. ღმერთმა ქნას... 

ტრამპი: ეს არ იცი შენ... 

ზელენსკი: ღმერთმა ქნას, რომ ომი არ გქონდეთ... 

ტრამპი: შენ არაფერი იცი ამის შესახებ, ნუ მიგვითითებ ჩვენ რას ვიგრძნობთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, ნუ გვეუბნები, რას ვიგრძნობთ.

ზელენსკი: არ გეუბნებით, მე ვპასუხობ მის კითხვა... 

ტრამპი: რადგან არ ხარ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახო რამე, გახსოვდეს ეს... 

ზელენსკი: მე არ გკარნახობთ... 

ტრამპი: შენ არ ხარ პოზიციაში, რომ გვიკარნახო, თუ რას ვიგრძნობთ ჩვენ... 

ზელენსკი: თქვენ გავლენას იგრძნობთ... 

ტრამპი: ჩვენ ვიგრძნობთ თავს ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად... 

ზელენსკი: მე გეუბნებით თქვენ, თქვენ იგრძნობთ გავლენას.

ტრამპი: ამ მომენტში შენ ძალიან კარგ პოზიციაში არ ხარ, საკუთარ თავს საშუალებას აძლევ, რომ ძალიან ცუდ პოზიციაში იყო და ის [ვენსი] მართალია ამის შესახებ. 

ზელენსკი: ომის დასაწყისიდანვე... 

ტრამპი: არ ხარ კარგ პოზიციაში, ახლა კოზირები არ გაქვს, ჩვენთან ერთად კოზირები გექნება... 

ზელენსკი: მე ბანქოს არ ვთამაშობ, ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ, ბატონო პრეზიდენტო.

ტრამპი: შენ თამაშობ ბანქოს, შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშები [ზელენსკი: რას ამბობთ] მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები [ზელენსკი: რას ამბობთ] მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები და რასაც აკეთებ, არის ძალიან უპატივცემულო ქვეყნის მიმართ, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც შენ მხარს გიჭერდა გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უნდა ექნათ. 

ჯეი დი ვენსი: ერთხელ მაინც გითქვამთ მადლობა? ამ მთლიანი შეხვედრის განმავლობაში?... 

ზელენსკი: მრავალჯერ, დღესაც კი... 

ჯეი დი ვენსი: არა, ამ მთლიანი შეხვედრის განმავლობაში გითქვამთ ბოდიში. ოქტომბერში პენსილვანიაში ჩახვედით და ოპოზიციისთვის კამპანიას აწარმოებდით. [ზელენსკი: რას ამბობთ] წარმოთქვით მცირედი სამადლობელი სიტყვა აშშ-სა და პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ცდილობს, რომ თქვენი ქვეყანა გადაარჩინოს. 

ზელენსკი: თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ილაპარაკებთ ძალიან ხმამაღლა ომის შესახებ... 

ტრამპი: ის არ საუბრობს ხმამაღლა, ის არ საუბრობს ხმამაღლა, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია... 

ზელენსკი: შემიძლია პასუხი გავცე?... 

ტრამპი: არა, შენ ბევრი ილაპარაკე, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. 

ზელენსკი: ვიცი, ვიცი.

ტრამპი: თქვენ არ იგებთ ამას, თქვენ ძალიან კარგი შანსი გაქვთ აქედან ნორმალურად გამოსვლის, ისევ ჩვენივე დამსახურებით.

ზელენსკი: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ვრჩებით ძლიერები, ომის დაწყებისთანავე ჩვენ მარტოები ვიყავით და მადლიერები ვართ, მადლობა ამ კაბინეტშიც ვთქვი და არა მხოლოდ ამ კაბინეტში.

ტრამპი: თქვენ მარტო არ იყავით, ჩვენ იდიოტი პრეზიდენტის გავლით 315 მილიარდი დოლარი მოგეცით, სამხედრო აღჭურვილობა მოგეცით და თქვენი ჯარისკაცები მამაცები არიან, მაგრამ მათ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება სჭირდებოდათ, თქვენ რომ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობა არ გქონოდათ, [ზელენსკი: სალაპარაკოდ მომიწვიეთ?] ეს ომი ორ კვირაში დასრულებული იქნებოდა.

ზელენსკი: სამ დღეში, ეს უკვე მოსმენილი მაქვს პუტინისგან, სამ დღეში - ეს არ არის შემთხვევა, რომელიც 2 კვირაში შეგიძლიათ დაალაგოთ. 

ტრამპი: გეუბნებით, ასე ძალიან რთული იქნება ბიზნესის კეთება. 

ჯეი დი ვენსი: უბრალოდ თქვი, რომ მადლობელი ხარ.

ზელენსკი: მე მრავალჯერ ვუთხარი მადლობა ამერიკელ ხალხს.

ჯეი დი ვენსი: მიიღე, რომ არის უთანხმოებები და წავიდეთ და ამაზე ერთად ვიდავოთ ამერიკული მედიის წინაშე კამათის ნაცვლად, როდესაც არასწორი ხარ. ვიცით, რომ არასწორი ხარ. 

ტრამპი: მადლობელი უნდა იყო - შენ არანაირი კოზირები არ გაქვს, შენ ისინი დამარხე, შენი ხალხი იხოცება, ჯარისკაცები გაკლდება [...] ძალიან კარგი რაღაც იქნებოდა და შენ გვეუბნები: "არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა ეს ვქნა, მინდა ის"... ნახე, თუ შეგიძლია ახლა ცეცხლის შეწყვეტის მიღება, მე გეუბნები, რომ აიღო, ტყვიების ფრენა და შენი ხალხის ხოცვა შეჩერდეს.

ზელენსკი: დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ომი შევაჩეროთ, მაგრამ მე გითხარით, სად არის გარანტიები? 

ტრამპი: მაგრამ შენ არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა, მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე შეთანხმება.

ზელენსკი: ჩვენ ხალხს ჰკითხეთ, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

ტრამპი: ეს ჩემთან არ ყოფილა, ეს იყო კაცთან, გვარად ბაიდენთან, რომელიც არ არის ჭკვიანი ადამიანი, ეს ეხებოდა ობამას... უკაცრავად, ობამა იყო, ვინც თქვენ ზეწრები მოგცათ და მე თქვენ ჯაველინები მოგეცით, რომ ის ტანკები გაგენადგურებინათ, ობამამ ზეწრები მოგცათ და, რეალურად, ფაქტი ის არის, რომ ობამამ ზეწრები მოგცათ, ტრამპმა მოგცათ ჯაველინები, უფრო მადლიერი უნდა იყო, არ გაქვთ კოზირები, ჩვენთან ერთად კოზირები გაქვთ, მაგრამ ჩვენს გარეშე არანაირი კოზირები არ გაქვთ.

ტრამპი: [...] რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მას [პუტინს] შეიძლება შეთანხმებები აქვს დარღვეული ობამასთან და ბუშთან, და შესაძლოა მან ისინი დაარღვია ბაიდენთანაც - შეიძლება დაარღვია, შეიძლება, შეიძლება არა, არ ვიცი, რა მოხდა - მაგრამ მას ჩემთან არ დაურღვევია, მას შეთანხმების მიღწევა სურს. არ ვიცი, შეუძლია თუ არა შეთანხმებას მიაღწიოს. პრობლემა არის, რომ მე გაგაძლიერე, რათა იყო მაგარი კაცი და არ მგონია, რომ მაგარი კაცი იქნებოდი აშშ-ს გარეშე და შენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ ან შეთანხმებას დადებ ან ჩვენ გავდივართ, და თუ ჩვენ გავალთ თქვენ იბრძოლებთ. არ მგონია, რომ ეს კარგი სანახავი იქნება, თუმცა იბრძოლებთ, მაგრამ კოზირები არ გაქვს. თუმცა, როდესაც ამ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, თქვენ ბევრად უკეთეს პოზიციაში იქნებით, მაგრამ საერთოდ არ გამოხატავ მადლიერებას და ეს არ არის კარგი რამ, გულწრფელი ვიქნები, ეს არ არის კარგი.

კომენტარები