[პრეზიდენტმა ზელენსკიმ] ბოდიში უნდა მოიხადოს [პრესკონფერენციის] ფიასკოდ ქცევაში. არ არსებობდა არანაირი საჭიროება, რომ ის იქ წასულიყო და ანტაგონისტი გამხდარიყო.
[შეხვედრა] რელსებიდან გადავიდა. რელსებიდან გადავიდა მაშინ, როდესაც მან ვიცეპრეზიდენტს უთხრა, "მოდი, ერთ შეკითხვას დაგისვამ, რანაირ დიპლომატიაზე ლაპარაკობ?". ეს სერიოზული რამაა.
ათასობით ადამიანია დაღუპული, ათასობით. ის ლაპარაკობს ამ საზარელი რაღაცების შესახებ, რაც ომის პატიმრებსა და ბავშვებს დაემართათ. ყველაფერი მართალია, ყველაფერი ცუდია, მაგრამ ეს არის რასთანაც ჩვენ საქმე გვაქვს. ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ ვცდილობთ, დასასრულს მივიყვანოთ ის.
გზა, რომლითაც ეს დასასრულთან შეგვიძლია მივიყვანოთ, არის, რომ რუსეთი მაგიდასთან მოვიყვანოთ და დაველაპარაკოთ და მას ეს ესმის. პუტინზე პერსონალური თავდასხმა, მიუხედავად იმისა, თუ რა პირადი დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს მის მიმართ, და პრეზიდენტის იძულება, დაიჭიროს პოზიცია და ისიც თავს დაესხას პუტინს, დაუძახოს მას სახელები, წამოაყენოს მაქსიმალისტური მოთხოვნები, რომ რეკონსტრუქციისთვის რუსეთმა გადაიხადოს, ნებისმიერი რამ, რაზე მოლაპარაკებების დროს ვლაპარაკობთ, როდესაც ამაზე აგრესიულად იწყებ ლაპარაკს. პრეზიდენტს შეთანხმებების დადება კარგად გამოსდის, ეს ამას მთელი ცხოვრებაა, აკეთებს. ვერ მოიყვან მაგიდასთან ადამიანებს.
შემდეგ შეიძლება იფიქრო, რომ, იქნებ, ზელენსკის არც სურს სამშვიდობო შეთანხმება. ის ამბობს, რომ მას ეს სურს, მაგრამ, იქნებ, არც სურს. მშვიდობის მოტანის ძალისხმევის ეს აქტიური და ღიად ძირგამომთხრელი ქმედებები ყველასთვის იმედგაცრუების მომტანია, ვინც მათთან კომუნიკაციაში დღემდეა ჩართული.
ვფიქრობ, მან ბოდიში უნდა მოიხადოს ჩვენი დროის გაფლანგვისთვის იმ შეხვედრისთვის, რომელიც ასე დასრულდა.





