კრიმინალი

პოლონეთში თაღლითობის ფაქტზე 29 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ინტერნეტ თაღლითობის ფაქტზე საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა მამაკაცმა გადაზიდვის საფასურთან დაკავშირებით ყალბი ბმულები გაავრცელა, რის შედეგადაც დაზარალებულის ონლაინ ბანკზე მოიპოვა წვდომა - მან 8 000 პოლონური ზლოტი (დაახლოებით, 2 000 აშშ დოლარი) მიითვისა. 

ლუბარტოვის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა გამოიყენა -  დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები