რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

სტარმერი რუსეთ-უკრაინის შესაძლო ზავზე: არ უნდა იყოს მშვიდობა, რომელიც აგრესორს დააჯილდოებს

გაერთიანებულ სამეფოში ცნობილი ლოზუნგი გვაქვს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა: ჩვენ უნდა მოვიგოთ მშვიდობა - და ეს არის ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ - რადგან მშვიდობა ვერ იქნება, თუ ის აგრესორს დააჯილდოებს. 

ჩვენ ვთანხმდებით, რომ ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს და არა დამპყრობლის. 

ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, რათა კარგ შეთანხმებას მივაღწიოთ. 

დღეს განვიხილე გეგმა, რომ მივაღწიოთ მშვიდობას, რომელიც მტკიცე და სამართლიანია; რომლის ფორმირებაშიც უკრაინა შეიტანს წვლილს; რომელიც ძლიერებითაა გამყარებული, რათა შეაჩეროს პუტინი უფრო მეტისთვის უკან დაბრუნებისგან. 

მე სხვა ევროპელ ლიდერებთან ახლოს ვმუშაობ ამის შესახებ და ცხადად ვამბობ, რომ გაერთიანებული სამეფო მზადაა, განალაგოს ჯარები მიწაზე და თვითმფრინავები ჰაერში, რათა ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმების [აღსრულებას] მოკავშირეებთან ერთად მუშაობის გზით, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება, შენარჩუნდეს მშვიდობა. 

თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ზავსა და გაერთიანებული სამეფოს გეგმის შესახებ, ზავის შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს. 

კომენტარები