ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასუტრეს. ინტერპრესნიუსი იუწყება, რომ ჩამოგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც ინტერპრესნიუსთან აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, კორპუსში 23 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ. მინისტრის თქმით, შენობა ავარიულია.
“დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, მათ არაერთხელ შევთავაზეთ შენობის დატოვება. აღნიშნულ მოქალაქეებს სათანადო დახმარებას გავუწევთ. 28 ოჯახი იყო რეგისტრირებული, მაგრამ აქ 23 ოჯახი დაგხვდა, რომელსაც გავიყვანთ. მოქალაქეებს ქირით გაყვანას ვთავაზობთ” - თქვა ნიჟარაძემ ინტერპრესნიუსთან საუბრისას.