ჩეჩნეთი

ძლიერ კაცს უფრო შეეფერება – კადიროვის ქალიშვილმა ჩეჩნეთის ვიცეპრემიერის თანამდებობა დატოვა

რამზან კადიროვი შვილთან აიშატ კადიროვასთან ერთად
Yuga.ru

რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერმა, რამზან კადიროვის ქალიშვილმა, აიშატ კადიროვამ თანამდებობა დატოვა.

"ეს სამსახური ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. [...] მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საქმე ძლიერ კაცს უფრო შეეფერება". – წერს კადიროვა სოციალურ ქსელში.

კადიროვას თქმით, ის ბიზნეს პროექტებში მონაწილეობით გააგრძელებს რესპუბლიკის სამსახურში ყოფნას და ამ საქმიანობით უფრო დიდ სარგებელს მოიტანს, ვიდრე პოლიტიკაში ყოფნით.

აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი 2023 წელს გახდა. იქამდე რამზან კადიროვის ქალიშვილი კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა.

კომენტარები