დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აჭარის განათლების სამინისტროს განცხადებით, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება.

სასწავლო პროცესი უამინდობის და დიდთოვლობის გამოა შეწყვეტილი. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, აჭარის გარდა, დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია  გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. 

სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კომენტარები