სლოვაკეთი-უკრაინა

"როგორ დაგვიბრუნებს ზელენსკი გაგზავნილ €3.5 მილიარდს?" – სლოვაკეთის პარლამენტის ვიცესპიკერი

სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის ლიდერის ანდრეი დანკოს თქმით, მას სურს, რომ უკრაინამ წინა ხელისუფლებების მიერ გაწეული 3.5 მილიარდი ევროს დახმარება სლოვაკეთს უკან დაუბრუნოს.

ამასთან დაკავშირებით დანკომ თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა. 

"როგორ დააბრუნებს ზელენსკი იმ 3.5 მილიარდ ევროს, რომელიც ჩვენ უკრაინას გავუგზავნეთ? ჩვენთვის 3.5 მილიარდი ევრო კოლოსალური თანხაა" - ამბობს დანკო ვიდეოში.

"თუ გერმანელები ფრანგებთან და ამერიკელებთან ერთად თავიანთი თანხების დაბრუნებას მოითხოვენ, სლოვაკეთი ჩუმად ვერ დარჩება" – თქვა კოალიციის წევრი სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის თავმჯდომარემ ვიდემიმართვაში.

დანკოს თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან სამი წლის შემდეგ "ხალხი იწყებს ვითარების უკეთ გაგებას".

 "რუსები იქ დარჩებიან, სადაც ახლა არიან. უკრაინამ ეს კონფლიქტი ფინანსური დახმარების მისაღებად გამოიყენა, რომელსაც ხშირად იპარავდა" – აღნიშნა მან.

ნაციონალისტების ლიდერი მიიჩნევს, რომ საბრძოლო მოქმედებები მალე დასრულდება. "ვნახოთ, ზელენსკი ევროპის ინტერესებს უღალატებს თუ არა და გადასცემს თუ არა საბადოებს ტრამპს, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი ევროკავშირს მოატყუებს" - თქვა მან ვიდეოში.

კომენტარები