სლოვაკეთი-უკრაინა

ფიცო: რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო კიევის მიმართ საპასუხო ზომებს განვიხილავთ

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
AP Photo/Petr David Josek

2 იანვარს რობერტ ფიცომ საკუთარი პარტიის სახელით განაცხადა, რომ სლოვაკეთის კოალიცია განიხილავდა საპასუხო ზომებს უკრაინის მიმართ, მას შემდეგ რაც უკრაინამ ევროკავშირის მასშტაბით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა.

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა უკრაინის გადაწყვეტილებას, არ გაეგრძელებინათ რუსული გაზის სატრანზიტო ხელშეკრულება, "ზელენსკის საბოტაჟი" უწოდა და თქვა, რომ გაზის სხვა გზებით მიღება 500 მილიონ ევროს დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. 

„პარტია სმერ-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ, ვიმსჯელოთ და კოალიციაში შევთანხმდეთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, ასევე უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სლოვაკეთის ტერიტორიაზე, მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე“ - თქვა ფიცომ

რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთისთვის ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის მხრიდან გაზის ტრანზიტის აღდგენა ან დამატებითი ხარჯების კომპენსაცია.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, რომელსაც 2025 წლის პირველ იანვარს ვადა ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.

 

კომენტარები