დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

აქუბარდია დიდთოვლობაზე: სახელმწიფო პასუხისმგებლობას ირიდებს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე

წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და 112-მა ინფორმაცია კიდეც დააგზავნა მოქალაქეებთან და მაშინ, როდესაც უამრავი მოქალაქე ჩარჩენილია დიდ თოვლში და ერთი, სამწუხაროდ, კიდეც დაიღუპა, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ირიდებს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რაც უშუალოდ მისი ვალდებულებაა და ირაკლი კობახიძე დასავლეთის ლანძღვის იქით არც კი წასულა, რომ ნუგეში და იმედი მაინც მიეცა მოქალაქეებისთვის. შალვა პაპუაშვილი უბრალოდ თოვლს ეძახის იმ მძიმე მდგომარეობას, რამაც უკვე ერთი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია, გასაგებია, რომ სახელმწიფო არ დადგება მოქალაქეების გვერდზე.

თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში სტიქია გრძელდება. ამ თემაზე საუბრისას პაპუაშვილი ამბობს - "სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში [შესაბამისი სტრუქტურები] აკეთებენ ყველაფერს, რომ კომუნიკაციები იყოს". 

კომენტარები